Foto

„საქართველოს ბანკის“ ფილეალში შეჭრილი თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს

ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილეალში შეჭრილი თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს. 

ბანკში მყოფი მძარცველი მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის თანამშრომლების გასვლას მოითხოვს. 

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 2 საათის წინ შეიჭრა. შსს-ის ცნობით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. მათი ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.