Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
კვლევის მიხედვით, 27% ამბობს, რომ მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებს ეკისრება, 11% მიიჩნევს, რომ პასუხისმგებელი ოპოზიციაა, 9%-ის აზრით პასუხისმგებლობა პრო-რუსულ ძალებს ეკისრება, 6% თავად მედიას აკისრებს პასუხისმგებლობას, ხოლო 6% - საპატრიარქოს.
გამოკვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press