პლატფორმა worldometers-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 225 მილიონს გადააჭარბა.
კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 201 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 41.8 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.2 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსის დაავადების გავრცელების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press