თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანის რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს და თავიდან არის ასაშენებელი.
"ბაქანი არის მთლიანად თავიდან ასაშენებელი, აქვს პრობლემა. გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ამასთან დაკავშირებით, რომ მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს 2021 წლის 8 თებერვლიდან ვერ ემსახურება. მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურზე „გოცირიძე“ არ ჩერდებიან. მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თავდაპირველად, სადგურის სამი თვის განმავლობაში დაკეტვა იყო დაანონსებული, თუმცა, მოგვიანებით ეს ვადა გახანგრძლივდა.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press