Foto

ფოთში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს

გიგი უგულავას განცხადებით, ფოთში მისი საარჩევნო ბანერი დააზიანეს. 

ფოთის მერობის კანდიდატი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ოფისის წინ სათვალთვალო კამერებია და გამოძიება დროულად დაიწყონ. 

"როგორ ადვილად პროგნოზირებადი და პრიმიტიულია ქოცური ტვინი. ცოტა ხნით ადრე ნაბადას მაჟორიტარის ლაშა რუხაიას ბანერი დააზიანეს. გუშინ ღამით ჩემი- ჩამოხიეს. სულაც არაა გასაკვირი. აბა, ოცნების კაგებეშნიკ-"დანოსშიკებმა" მეტი რა უნდა ქნან.

ოცნების კანდიდატ ბატონ ვაჭარაძეს, რომლის სახე-ბანერი ყველა კუთხიდან უთვალთვალებს ფოთელებს, ვთავაზობ გავიაროთ ფოთის ცენტრში, ან სულაც მისი ბანერის ქვეშ დავდგეთ და ვნახოთ ვის იცნობს ხალხი და ვის გამოელაპარაკება. თქვე ბრიყვებო! რად მინდა მე ბანერი. ერთი სალამურიდან გამოთლილი კმაყოფილი სახეები რომ გამოგიჭენებიათ მთელს ქვეყანაში, გგონიათ ამით ხალხი თქვენს შინაარსისგან დაცლილ სახეებს დაიმახსოვრებს. ყველა ერთად რომ გადაგზილოთ ადამიანმა ერთი კაცი არ გამოვა თქვენგან, რადგან თქვენი "სახელი ლეგიონია".

ოფისის წინ სათვალთვალო კამერაა. აბა ვნახოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia როგორ ივაჟკაცებთ."- წერს უგულავა.