სუს-ის ტოტალური მმართველობა მოდის ქალაქებშიც და სოფლებშიც. თვითმმართველობას აუქმებენ. გესტაპოსავით იქცევიან, - ამის შესახებ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისი გახდება პირველი ქალაქი, რომელშიც სუს-ი გაძევდება და აირჩევენ პირველ შერიფს
„გუშინ ვთქვი ჟურნალისტებთან - სუსის ეშინია ყველას, მერებსაც, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. აღმოჩნდა რატომ ეშინიათ - სუსის ტოტალური მმართველობა მოდის ქალაქებშიც და სოფლებშიც. თვითმმართველობას აუქმებენ. გესტაპოსავით იქცევიან.
ამ დროს, უტიფრებმა ჩემზე მთავარი კომპრომატი მოიფიქრეს - დადიან და ამბობენ ქუთაისელი არ არისო:)
ქუთაისი გახდება პირველი ქალაქი - სადაც სუსი გაძევდება და ავირჩევთ პირველ შერიფს. ინვესტიციები შემოვა და გაფართოვდება ქალაქის ურბანული ნაწილი. დაბრუნდება ადმინისტრაციული სტატუსი.
აი ასე იქნება“, - წერს ხატია დეკანოიძე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press