საზღვრიდან მოხვდება პირდაპირ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყანაში დაანონსებულ ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად არ გეგმავს ძალის გამოყენებას და მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა „ლამაზად მოხდება“.
„ყოველ ჯერზე გაუცრუა იმედები საკუთარ ამომრჩეველს, ვიცით, რომ მხდალია, მშიშარაა და ვიცით, რომ გაუჭირდება ამ ანონსის შესრულება. ვნახოთ, თუ შემოვა, ამ შემთხვევაში მიეჩინება ის ადგილი, რომელიც უნდა მიეჩინოს.
ძალის გამოყენება არ არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცველ ორგანოს, რომ დააკავოს კრიმინალი. თუმცა არ დაგვჭირდება არანაირი ძალის გამოყენება, ლამაზად, საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press