Foto

დეკანოიძე - სუს-ის უფროსი ლილუაშვილი არის ყველაზე უფრო საზიზღარი უკანონონობის ჩამდენი

სუს-ის ტოტალური მმართველობა მოდის ქალაქებშიც და სოფლებშიც. თვითმმართველობას აუქმებენ. გესტაპოსავით იქცევიან, - ამის შესახებ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისი გახდება პირველი ქალაქი, რომელშიც სუს-ი გაძევდება და აირჩევენ პირველ შერიფს

„გუშინ ვთქვი ჟურნალისტებთან - სუსის ეშინია ყველას, მერებსაც, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. აღმოჩნდა რატომ ეშინიათ - სუსის ტოტალური მმართველობა მოდის ქალაქებშიც და სოფლებშიც. თვითმმართველობას აუქმებენ. გესტაპოსავით იქცევიან.

ამ დროს, უტიფრებმა ჩემზე მთავარი კომპრომატი მოიფიქრეს - დადიან და ამბობენ ქუთაისელი არ არისო:)

ქუთაისი გახდება პირველი ქალაქი - სადაც სუსი გაძევდება და ავირჩევთ პირველ შერიფს. ინვესტიციები შემოვა და გაფართოვდება ქალაქის ურბანული ნაწილი. დაბრუნდება ადმინისტრაციული სტატუსი.

აი ასე იქნება“, - წერს ხატია დეკანოიძე.