Foto

სააკაშვილის განცხადებით, სასულიერო პირების ფარულ მოსმენაზე პასუხისმგებელი ივანიშვილია

საქართველის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასულიერო პირების მოსმენებს ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, ერთადერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც სასულიერო პირების მოსმენებ​ს უკავშირდება არის ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში პირადი ცხოვრების შემცვლელი მასალები არ გამოქვეყნებულა.

"მოგესალმებით, მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიას ამ ყველაფერს ჰყავს ერთი პასუხისმგებელი პირი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანაა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება. მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა ქუთაისიდან. მან პრაქტიკულად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურება და არ გამოუვიდა ჯერჯერობით. მას ძალიან აღიზიანებდა ქართლი ეკლესია, მე ვარ ამის მოწმე ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი.

ერთი შემთხვევა მაინც თუ გახსოვთ ჩემს დროს გამოსულიყო ვინმე პირადი ცხოვრების შემცვლელი მასალები ? ან ვინმეს თუ გაუგია მასობრივად ამის შეგროვება ? ეს იყო ჭორები. ბიძინა ივანიშვილს სურს ყველაფერი იყოს ქვეყანაში დისკრედიტირებული და ყველაფერი დარჩეს მხოლოდ მას. ერთადერთი გზა ქვეყნის გადასარცენად არის ერიც და ბერიც დადგეს ერთად და ყველა განსხვავება გვერდით გადადოს და შეცვალოს სიტუაცია, რათა საქართველო გადაარჩინოს, გადაარჩინოს ფასეულობები, ქართული ეკლესია და ჩვენი ბავშვების მომავალი. ჩვენ ვართ გადარჩენის რეჟიმში და ჩვენ ამ გადარჩენაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა". - განაცხადა სააკაშვილმა.