დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სასულიერო პირების მხარდაჭერით მანიპულირებენ.
როგორც DRI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, განსაკუთრებული აქტიურობით „ქართული ოცნება“ გამოირჩევა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად, აგრძელებს ეკლესია მონასტრების „მოლოცვას“, ამასთანავე, მერობის კანდიდატების წარდგენის ყვეა ღონისიებაში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები.
ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რელიგიური თემების წინ წამოწევას ცდილობს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის,“ რომლის წინასაარჩევნო ღონისძიებებს ასევე ესწრებიან სასულიერო პირები.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press