ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი 13 სექტემბერს მედიასა და ინტერნეტში გავრცელებული ფარული მოსმენისა და თვალთვალის ფაქტს ეხმაურება.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გავრცელებულმა მასალებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლება, სუს-ის მეშვეობით, აკონტროლებს და უთვალთვალებს საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ჯგუფის წარმომადგენელს.
"ხელისუფლების მიერ მოქალაქეების ტოტალური კონტროლი, უკანონო მოსმენა, პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული მასალების მოპოვება და დამუშავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ხელჰყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუვალობას და სახელწიფო ინსტიტუტების სრულ კოლაფსს ავლენს.
გავრცელებულმა მასალებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლება, სუს-ის მეშვეობით, აკონტროლებს და უთვალთვალებს საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ჯგუფის წარმომადგენელს.
გასაჯაროებული ინფორმაციით ხელისუფლება უსმენს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ოპოზიციას, რელიგიურ გაერთიანებებს - როგორც საპატრიარქოს, ასევე არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებს, აგროვებს და ინახავს მათ პირად საუბრებს, მიმოწერას, სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას. მასალები შეიცავს ადამიანების პირადი ცხოვრების, მათი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას.
რელიგიის თავისუფლების დაცვა და საზოგადოების ტოლერანტული განვითარების პერსპექტივა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. რელიგიურ გაერთიანებებს, ორგანიზაციებს, ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ საქართველოში კონსტიტუციისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აკონტროლებს ხელისუფლება და ცდილობს მათ დისკრედიტაციას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩანაწერებს შორის არსებობს TDI-ის წარმომადგენლების შესახებ რეზიუმეები დაგეგმილი შეხვედრების, ვიზიტების, სამომავლო გეგმების, რელიგიურ ორგანიზაციებთან საუბრებისა და ურთიერთობის შესახებ. საჯაროდ გავრცელებული მასალის თანახმად, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების ფარული კონტროლი, სავარაუდოდ, ატარებს ინტენსიურ და ყოვლისმომცველ ხასიათს. ფარული ჩანაწერების ავთენტურობა ამ დროისთვის არაერთმა ადამიანმა და ორგანიზაციამ დაადასტურა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა და სხვა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ხელისუფლება წლების განმავლობაში საკუთარ უფლებამოსილებას პოლიტიკური ანგარიშსწორების, ადამიანების ყოვლიმომცველი კონტროლის, დაშინების, შანტაჟის, მათ შესახებ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მადისკრედიტირებელი ჭორების გავრცელებისა და პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იყენებს.
უახლოეს მომავალში აუცილებელია, განხორციელდეს სუს-ის ინსტიტუციური რეფორმა და მის მთავარ ფუნქციად განისაზღვროს კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული საქმიანობა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა. სუს-ის რეფორმა უნდა მოიცავდეს სამსახურის ეფექტიანი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების კომპონენტს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს უკანონო ფარული მოსმენისა და თვალთვალის რისკებს."
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press