Foto

თალიბანი მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის

თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ამირ ხან მუტაკიმ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას ასობით მილიონი ევროს დახმარებისთვის.-ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობი, გაერომ 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა ავღანელი ხალხის დასახმარებლად.

გაეროს მონაცემებით, ოთხი მილიონ ავღანელს ესაჭიროება სასწრაფო დახმარება.

"მილიარდი დოლარზე მეტი  დახმარება შეგროვდა  ავღანეთისთვის. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა იმ ქვეყანას და ორგანიზაციას, რომლებიც გვიწევენ დახმარებას. რა თქმა უნდა, ეს იყო კარგი ქმედება და ჩვენ მივესალმებით მას. გარდა იმისა, რომ მივესალმებით ამ დახმარებას, ჩვენ გპირდებით, რომ ისლამური საამირო მაქსიმალურად ეცდება ყველა გაჭირვებულის დახმარებას“ -განაცხადა მუტაკიმ თავის პირველ პრესკონფერენციაზე.