კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ქარელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა.
კოალიცია მომხდარ შემთხვევას მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს.
"გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში აბლოთიამ მენჯ-ბარძაყისა და ნეკნის მოტეხილობა მიიღო და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე, გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა. კოალიცია ქარელში მომხდარ შემთხვევას მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს. მივმართავთ “ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ასევე, მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა." - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, მათი ოპერატორი ქარელში მდებარე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press