Foto

„მთავარის“ ოპერატორზე თავდასხმის შემდეგ, „ოცნების“ ლიდერები ჟურნალისტებს ემუქრებიან და ძალადობაში ადანაშაულებენ

გუშინ, ქარელში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი, „ქართული ოცნების“ შტაბის მეორე სართულიდან გამოაგდეს, რის შემდეგაც, მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს განცხაებებს აკეთებენ და აღნიშნაენ, რომ ოპერატორი შემთხვევით გადმოვარდა. გარდა ამისა, პარტიის ლიდერები, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ძალადობაში მედიას ადანაშაულებენ და იმუქრებიან.

კერძოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებს დაემუქრა, რომ მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმ „ფეიკ ინფორმაციების“ გამო, რომლებსაც ავრცელებენ. ამასთნავე, კობახიძემ, პარტიის სხვა ლიდერების მსგავსად განაცხადა, რომ ოპერტორი მეორე სართულიდან არ გადმოუგდიათ და ის, ერთი მეტრის სიმაღლიდან, უკან-უკან წასული და გადავარდნილი „ქუჩაში დასეირნობდა“.

კობახიძის მსგავსად, თემაზე კომენტარი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემაც გააკეთა და მედიის წარმომადგენლებს მოძალადეები უწოდა, ამასთანავე აღნიშნა, რომ ჟურნალისტები არია პირველები, რომლებიც აღვივებენ ქვეყანაში შუღლსა და ძალადობას.

კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, „მთავარის“ ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოგდებასთნ დაკავშირებით „იხუმრა“ და თქვა, რომ ის „მეორე სართულიდან არა, სახურავიდან გადმოაგდეს“.

იმდენ სისულელეს საუბრობთ, ერთმანეთს ეჯიბრებით. როცა ეუბნებიან გადი და არ იძლევიან ინტერვიუს, უნდა მიხვდე და გახვიდე. ძალადობთ თქვენ, თქვენ ხართ მოძალადეეობი და კი, თუ გეტყვით, რომ არ მაქვს სურვილი, რომ მოგცეთ ინტერვიუ, კეთილი უნდა ინებოთ და უნდა გაჩერდეთ, რატო უნდა იძალადოთ ჩემზე. ძალადობას ამართლებთ თქვენ, მთელი ეს წლები მოწოდებებს აკეთებთ ძალადობაზე, სიძულვილის ენით, თქვენ ხართ პირველები, ვინც ქვეყანაში აღვივებს შუღლს, ძალადობას და თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის საფუძელი და საძირკველი ხართ თქვენ, - განაცხადა კალაძემ.