რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მწუხარებას იწვევს- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პესკოვის განცხადებით, ევროპარლამენტის ეს დოკუმენტი ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათისაა.
”ამ ანგარიშში საუბარია, თუ როგორ გვსურს ვიხილოთ ევროკავშირის ახალი სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში. ძალიან ძლიერი ლექსიკა გამოიყენება იქ. [...] პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რუსეთი რჩება ევროპის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევად, ” - განმარტა სპიკერმა
პესკოვის განცხადებით, დოკუმენტში საუბარი არ არის დიალოგის აუცილებლობაზე
„სამწუხაროდ, დოკუმენტში საუბარი არ არის დიალოგის აუცილებლობაზე, არსებული პრობლემების, უთანხმოებების სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა არხებით მოლაპარაკებების გზით გადაჭრის აუცილებლობაზე“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა დღეს კენჭიისყრის შედეგად რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press