ევროკავშირი ფარული ჩანაწერების გამო ნაბიჯებს გადადგამს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეფ ფორელის თანაშემწემ, პეტერ სტანომ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა.
პეტერ სტანო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა დ აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკიხია ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომტიური ურთიერთობების ფარგლებში.
„ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში.
ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინცინდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით»", - განაცხადა პეტერ სტანომ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press