უკრაინელმა ჩინოვნიკებმა გააკრიტიკეს რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამო.- ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს
მათი ცნობით,ნახევარკუნძულზე, რომელიც მოსკოვმა შეიერთა 2014 წელს, პრორუს სეპარატისტებს შეუძლიათ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და მიიღონ მონაწილეობა ამ შაბათ-კვირის კენჭისყრაში.
კიევმა ასევე დაადანაშაულა მოსკოვი, რომ მან ხელოვნურად დააჩქარა პასპორტების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებში ჩართულობის გასაზრდელად.
არსებული ინფორმაციით რუსეთმა, აღმოსავლეთ უკრაინაში 600 000 -ზე მეტი პასპორტი დაარიგა.
მოქალაქეებს შეუძლიათ ხმის მიცემა ელექტრონულად ან რუსეთის სასაზღვრო რეგიონში, როსტოვში.
„ გაეროს დაეხმაროს და აღადგინოს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა,რუსეთის ოკუპაცია დასრულდება.-" განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებამ
უკრაინის პარლამენტმა ასევე გამოაცხადა რუსეთის მიერ ყირიმში არჩევნების ჩატარება "უკანონოდ" და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას არ აღიარონ შედეგები.
შეეგახსენებთ, რომ რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დღეს დაიწყო და 19-21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press