Foto

საია-ს თავმჯდომარე - ღარიბაშვილი პოლიტიკური ქულების დასაწერად 20 ივნისზე პასუხისმგებლობას გახარიას აკისრებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღარიბაშვილი ქულების დასაწერად 20 ივნისზე პასუხისმგებლობას გახარიას აკისრებს.

„პრემიერი ხალხს უტიფრად ატყუებს, პოლიტიკური ქულების დასაწერად ტელევიზიაში ყოფილ პრემიერს აკისრებს 20 ივნისზე პასუხისმგებლობას, მაგრამ დაზარალებულების პროცესზე შსს მოდის და იმას ამბობს, არაფერ შუაში ვართ ჩვენო. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”, - წერს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისს უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარა, რაც მისი ხელწერა იყო.