Foto

კობახიძე გახარიაზე - „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას

„ბანკებით“ სირბილს ურჩევნია „კოკაინს“ შეეშვას, ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, კლინიკა, რომელშიც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ჩაიტარა, ევროპაში ერთადერთია, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევების გარშემო.

„მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო. ეს არის ძალიან ცნობილი სკანდალი - იუშჩენკოს სკანდალი, როდესაც კლინიკის მთავარი ექიმი გადადგა თანამდებობიდან იმის გამო, რომ მენეჯმენტს დაუპირისპირდა. მენეჯმენტი მას სთხოვდა, კვლევის შედეგების გაყალბებას. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება ევროპულ კლინიკას და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგზავნა საკუთარი „ბანკა“, როგორც თავად ამბობს ხოლმე. ბუნებრივია, ეს ყველაფერზე მეტყველებს. მაინცდამაინც ეს კლინიკა შეარჩია. ასეთი „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას. ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კობახიძემ.