ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში მისი ძმის მკვლელობის საქმეს ეხმიანება. მისი თქმით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში აღმოაჩინა დოკუმეტნი, სადაც წერია, რომ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის მოწმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.
"სუსის ფაილებში მივაკვლიე ერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს.
მოგეხსენებათ, ჩემი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობა მოხდა შევარდნაძის პერიოდში, როცა ყველა სტრუქტურა ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა. თავიდანვე დაიწყო საქმის გაყალბება. ყველა მექანიზმი ჩართეს ფაბრიკაციისთვის. საქმე ყალბდებოდა პირველივე საათებიდან.
იმავე დღეებში გამოჩნდნენ ,"მოწმეები", რომლებიც გამოძიებას აძლევენ წინასწარ შეთანხმებულ ჩვენებებს. რეალურად ესენი იყვნენ ცრუ მოწმეები, რომელებიც შევარდნაძის ხელისუფლებამ საქმის გასაყალბებლად მოიყვანა. არადა ვითომ თავისით გამოჩნდნენ.
რა დავალებებსაც აძლევდნენ, ეს "მოწმეები" იმას იმეორებდნენ. როგორც ხელისუფლებას აწყობდა. ხან ერთს ათქმევინებდნენ, მერე სიტყვებს უკან წააღებინებდნენ, ჩაასწორებინებდნენ და ასე. ბოლოს თავადვე აიხლართნენ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ხალხის პროტესტის ჩასახშობად ავრცელებდნენ ჭორებს და ამისთვისაც აღნიშნულ "მოწმეებს" იყენებდნენ. ვითომ შემთხვევითი პირები იყვნენ. ჩვენთვის თავიდანვე ცხადია იყო ყველაფერი და ამდენი წელია, ამაზე ვლაპარაკობთ დაუსრულებლად.
ახლა კი მთავარი !
ამ დღეებში სუს-ის ანგარიშებში აღმოვაჩინე ერთ-ერთი ასეთი "მოწმე". ეს პირი, რომლის ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაიწყეს გამოძიება და მისცეს მათთვის სასურველი მიმართულება, შევარდნაძის პერიოდშია გადაბირებული და არის სპეცსამსახურების აგენტი.
ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის სუს-ის აგენტი. ნერგავენ ხოლმე ამა თუ იმ ორგანიზაციაში და იქიდან აწვდის შიდა ინფორმაციას კურატორს. იყენებენ უბინძურესი საქმეებისთვის.
ყველაფერია ცნობილი მის შესახებ - რომელი ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობს სუს-ის სასარგებლოდ, ვინ გადაიბირა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ვინ იყვნენ მისი უშუალო ხელმძღვანელები წლების განმავლობაში, რა დავალებებს აძლევენ, ვის და როდის ხვდება ინფორმაციის გადასაცემად.
ერთი სიტყვით, ბოლომდე გაშიფრულია და დოკუმენტები წინ მიდევს.
ყველას დრო დადგება ნელ-ნელა! - წერს ვახო სანაია Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ მედიაში სავარაუდოდ სუს-ის მიერ ფარული მიყურადების ჩანაწერები 13 სექტემბერს გავრცელდა. ჩანაწერებში საპატრიარქოს წარმომადგენლები, დიპლომატები, ჟურნალისტები ფიგურირებენ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press