"ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს"-, თამარ გაბუნია ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებზე, სიძულვილის ენის შემცველ ბანერების გადაკვირს ფაქტს ეხმაურება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს,
„ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, გნებავთ იყოს ეს სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ის, რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას ემხრობა. ის, რომ ბოლო დღეებში დიდი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე, გასაგებია ეს ყველაფერი და კიდევ უკეთესი იქნება, რომ მეტი აქცენტი მედიაში გაკეთდეს ვაქცინაციის თემებზე. სხვანაირად ჩვენ ვერაფრით დავუბრუნდებით და ავიღებთ იმ ტემპს, რაც გვინდა გვქონდეს.
რა მოხდა, რატომ მოხდა და რამდენად ხელშეკრულების პირობები დაირღვა თუ არ დაირღვა, ამაზე ორი მხარე იმსჯელებს და შეთანხმდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს აქვს უკვე ეს საკითხი წამოწეული და დაწყებული", - ამბობს გაბუნია.
ცნობისთვის, "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press