რუსეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალმა „ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას" მოაწერეს ხელი.-ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი თქმით,შეთანხმებას ხელი რუსეთის მხირდან ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ე.წ. ელჩმა მარატ კულახმეტოვმა ხოლო, სამხრეთ ოსეთის მხრიდან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა მოაწერეს.
"ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, გარდა ამისა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან იქ, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს."-ნათქვამია განცხადებაში.
ხელშეკრულებას წინ უძღვოდა, ვლადიმერ პუტინის 4 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება, რომელის მიხედვითაც გამარტივდა "ორმაგი მოქალაქეობისა და "რესპუბლიკის" მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურები.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press