Foto

რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის არჩევნებში 99.7% აიღო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ შეაჯამა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში 2021 წლის 19 სექტემბერს დაგეგმილი კენჭისყრის წინასწარი შედეგები. 

სახელმწიფო ავტომატიზირებული სისტემის „ვიბორის“ თანახმად, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 714,109 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა სიებში შეტანილი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 94,61% -ია. არჩევნებში ჩეჩნეთის მოქმედი ლიდერი  რამზან კადიროვ ლიდერობს.რეგიონში  ამჟამად  ხმების 100%-ია დათვლილი.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

კადიროვ რამზან ახმატოვიჩი - 99,70% (711 973 ხმა);

ისა ნაჟადიევიჩ ხაჯიმურადოვი - 0,15% (1,064 ხმა);

ნაკაევი ხალიდ მაგამედოვიჩი - 0.12% (835 ხმა).

ცნობისთვის 2016 წელს კადიროვმა ხმების 97.56% მიიღო.16-19 სექტემბერს რუსეთში დუმის არჩევნები ჩატარდა, სხვადასხვა რეგიონებში ასევე გუბერნატორებსა და ავტონომიური რესპუბლიკების ლიდერებს ირჩევდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“