27 სექტემბერიდან სრულად აცრილი პატიმრები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ. ასევე, ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან პაემანზე, მხოლოდ სრულად აცრილი პირები დაიშვებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, მსჯავრდებულების 80% სრულად ვაქცინირებულია.
"სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს", - ამბობენ უწყებაში.
რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press