Foto

თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, უკვე დარღვევაა და დანაშაულია - კახა კუჭავა

"ეს ის საკითხია, რაზეც საპარლამენტო სხდომა და მოსმენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს საკითხი არ შეიძლება უბრალოდ იყოს დახურული. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი, საგამოძიებო კომისიის შექმნაც შეიძლება გახდეს საჭირო"- პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ უკანონო მოსმენები დარღვევა და დანაშაულია თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.  

"თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, უკვე დარღვევაა და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური ვის ჩათვლის საჭიროდ, რომ მოუსმინოს კანონმდებლობის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყებების მიერ. ის კითხვებია, რომელიც უნდა დაისვას და შესაბამისად, კომპეტენტურმა პირებმა ამ უწყებებიდან წარმომადგენლებმა უნდა გასცენ პასუხი, ამიტომ ჯერჯერობით ეს არის ჭორაობა. არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუ უკანონო მოსმენა არის, ეს არის ყოვლად მიუღებელი და შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მოსმენა ხდება".- განაცხადა კუჭავამ. 

შეგახსნებთ, 13 სექტემბერს სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები გავრცელდა, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.