საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და თბილისში „სისხლიანი ბანერების“ გამოჩენას ეხმაურება.
მისი თქმით, პლაკატების ავტორი მოშე კლუგჰაფტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ისრაელიდან ჩამოიყვანა.
„მე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში და ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად „დაგასიაფანდებთ“. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ „გიტყდებათ“, პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი, არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. ჩვეულებრივი ტერმინებით რომ ვთქვა, მაგრად „ტეხავს“ უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა ჩვენ. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყვლაფერს აქვს საზღვარი და წერტილი!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, 17 სექტემბერს, გვიან ღამით ქალაქში "არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით ბანერები გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, სისხლის შხეფების ფონზე. სახეებს შორის არის ასევე, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press