მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, გაიმართა დემონსტრაცია სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინააღმდეგ. – აღნიშნულ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს, მათივე ცნობით, აქცია, ორგანიზებული იყო რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლების მიერ. წვიმისა და ქარის მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა მოსკოვის ცენტრში.
როგორც აქციის მონაწილეებმა „ევრონიუსთან განაცხადეს“ ისინი არ არიან კმაყოფილი არჩევნების შედეგებით.
სახელმწიფო დუმის რამდენიმე კომუნისტური კანდიდატი იმყოფებოდა პუშკინის მოედანზე, მათ შორის ვალერი რაშკინი. ისინი მოითხოვდნენ დედაქალაქში არჩევნების შედეგების გაუქმებას. კომუნისტური პარტია აცხადებს, რომ მათმა კანდიდატებმა "დამაჯერებლად გაიმარჯვეს" რამდენიმე რაიონში.
"ჩვენ ვართ მოსკოვის საქალაქო კომიტეტის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები, ჩვენი კანდიდატები, კატეგორიულად არ ვეთანხმებით კენჭისყრის შედეგებს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს მოსკოვში. " განაცხადა კომუნისტური პარტიის მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანმა ვალერი რაშკინიმ
არჩევების შედეგებს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც გამოეხმაურა, მან ამის შესახებ თავის „ინსტაგრამზე” პოსტი დაწერა.
”რამდენადაც მე მესმის, ოფლაინ საარჩევნო უბნების მონაცემების თანახმად, ცხადია, რომ მოსკოვში” ჭკვიანი კენჭისყრის ”კანდიდატებმა გაიმარჯვეს 15–ვე რაიონში ხოლო პეტერბურგში - 8 – დან 7 – ში. ამ დროს კი “ერთინი რუსეთმა” შედეგები სრულიად საპირსპიროდ შეცვალა .” – წერს ნავალნი.
შეახსენებთ რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში,რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომიისიის მონაცემებით "ერთიანი რუსეთი პარტიამ ", გაიმარჯვა და ხმების თითქმის 49.82% მოიპოვა წინასწარი შეფასებით, ერთიანი რუსეთის წევრები იღებენ კონსტიტუციურ უმრავლესობას სახელმწიფო სათათბიროში - 300 -ზე მეტ დეპუტატ მანდატს. 5% -იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს „რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ“, „ლიბერალ -დემოკრატიულმა პარტიამ“, "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის" და "ახალი ადამიანები".
კენჭისყრის საბოლოო შედეგები შეჯამდება 24 სექტემბერს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press