არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგავდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სავარაუდოდ სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ჰარცელის ინფორმაციით, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, უკვე დაიბარეს ბრიუსელში.
„ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ მოსმენების საკითხს, რომელიც ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგავდა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში უკვე დაიბარეს ბრიუსელში და მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება. ამ ფაილების მოცულობა საკმაოდ დიდია და დეტალებში შესვლა არ მინდა. ზოგადად, ბევრი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური შეიძლება მიმართავდეს ასეთ ხერხს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერორიზმისგან და მსგავსი საფრთხეებისგან დაცვას, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს დიდი სიფრთხილით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press