Foto

ტიკარაძისთვის ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება კატეგორიულად მიუღებელია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მისთვის ვაქცინაციის ბანერების სიძულვილი ენის შემცველი ბანერებით ჩანაცვლება კატეგორიულად მიუღებელია.

ტიკარაძის თქმით, კომპანია „ალმასგან“, რომელიც სარეკლამო კამპანიას ახორციელებდა, გაცილებით უფრო გონივრული ნაბიჯი იქებოდა დაინტერესებულიყო, თუ რამდენად სწორი ბანერებით ხდებოდა ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლება.

„ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ასევე, ბატონი ამირანის და ჩემი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადება, რა თქმა უნდა, იყო ჩემთან შეთანხმებული და ჩვენ აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ. მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა. თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები, სატელევიზიო კომენტარიც იყო კომპანია „ალმასგან“, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ დაკვეთა და აქედან გამომდინარე, მე მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა „ალმასგან“ გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან და ეს არის უბრალოდ რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, რომელიც ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის ბანერით“, - განაცხადა ტიაკრაძემ.