Foto

ავსტრალიაში 6-ბალიანი მიწისძვრის შედეგად, შენობები დაინგრა

ავსტრალიის სამხრეთ -აღმოსავლეთით ქალაქ მელბურნში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა- აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს

მათი ცნობით, მიწისძვრის შედეგად  შენობები დაინგრა .

მიწისძვრა  ადგილობრივი დროით 09:15 საათზე მოხდა.  დედაქალაქიდან არც ისე შორს. ვიქტორიას შტატში.

მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მეზობელ  ახალ სამხრეთ უელსში. მას მოჰყვა 4.0 და 3.1 მაგნიტუდის ორი მიწისძვრაც.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ავსტრალიის ერთ -ერთი ყველაზე დიდი მიწისძვრა ბოლო წლებში, მას მნიშვნელოვანი ზარალი არ მოჰყოლა

 "ჩვენ არ მიგვიღია სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობები და ეს ძალიან კარგი ამბავია".-განაცხადა პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა