Foto

კიევში უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის, სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით , კიევის რეგიონში, დაუდგენელმა პირებმა უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის სერგი შეფირის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, მომხდარს შედეგად, მძღოლი დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით,მანქანას 10 -ზე მეტი ტყვია მოხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა კიევ-სვიატოშინსკის რაიონის სოფელ ლესნიკის მახლობლად მოხდა.

ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს მომხდარის შესახებ უფრო დეტალურად საუბარზე.

„უკრაინის პრავდას“ ცნობით, ინციდენტის შედეგად თავად შეფირი არ დაშავებულა.

გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა უკვე მივიდა შემთხვევის ადგილზე.

შეგახსენებთ, რომ თავად ზელენსკი ამ დროს სამუშაო ვიზიტით იმყოფება ნიუ იორკში, სადაც დაგეგმილია მისი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მასთან ერთად, სხვა ოფიციალური პირები გაფრინდნენ შეერთებულ შტატებში, მათ შორის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი.