Foto

ფიზიკური ძალადობა, ზეწოლა, მუქარა - ISFED-ის წინასაარჩევნო ანგარიში

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრტიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიში 2021 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრი ჩათვლით პერიოდ მოიცავს, ასევე ცალკეულ მოვლენას, რომლის განვითარებაც 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა, რომ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა 2-ჯერ მოხდა, ასევე გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების/წასვლის იძულების 4 ფაქტი.

ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის 20 ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 3, ხოლო ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 5 ფაქტი გამოვლინდა.

გარდა ამისა, გამოვლინდა თანამდებობის პირების კამპანიაში მონაწილეობის ერთი აქტი, არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 12, საგანმანათლებლო დაწესებულები პოლიტიზირები 5 შემთხვევა.

„ქვეყნის მასშტაბით,  შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები.

წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.