“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
მისი თქმით, ნიკა მელიამ გაწონასწორებული ადამიანი დედის გინებამდე მიიყვანა, რაც უმძიმესია.
“როგორც ჩანს, ნიკა მელია დღეს ძალიან გააღიზიანა ახალმა კვლევებმა, სადაც კახა კალაძეს კიდევ უფრო გაზრდილი აქვს რეიტინგი და ამ გაღიზიანების ფონზე მას დარცენია მხოლოდ დარჩენია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე პროვოკაციაზე წასვლა. თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, დღე და ღაე ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყავანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, დედის გინება გამოსტყუა, უმძიმესია.” - ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მელიამ კობახიძეს "ივანიშვილის მონა, უნამუსო" უწოდა, კობახიძემ კი- "ნაბიჭვარი".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press