Foto

სააკაშვილი ემიგრანტებს - ჩადით არჩევნებზე საქართველოში, მეც იგივეს ვაპირებ

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. 

სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში დასძინა, რომ არჩევნებისთვის საქართველოში ჩასვლას ისიც აპირებს.

"მე მინდა მივმარტო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ახლა არის დრო... ჩვენ ახლა შევხვდით ფრანქფუტში ჩვენს ქართველებს, ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, ახლა წყდება საქართველოს ბედი, მე ეს ვიცი და მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას. და მეორე ვისაც არ შეუძლია რომ საბუთები არ აქვს წესრიგში დაურეკეთ თქვენს ახლობლებს და ნათესავებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე ახლა არის გადამწყვეტი დრო."- განაცხადა სააკაშვილმა.