დეკანოზი თამაზ ლომიძე აცხადებს, რომ ეკლესია არჩევნებში მხოლოდ იმიტომ უნდა ჩაერიოს, რომ მრევლს გარკვევით უთხრას, ვის უნდა დაუჭირონ მხარი არჩევნებზე.
მისიე თქმით, ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევებზე მხარი დაუჭირონ მას, ვინც უსასრულოდ არ იტყუება და ვინც „ისევ რუსეთს არ დაგვამონებს“.
„ვეთანხმები, რომ ეკლესია უნდა ჩაერიოს არჩევნებში. ოღონდ, მხოლოდ ასე: ეკლესიამ გარკვევით უნდა უთხრას მრევლს, ვის დაუჭირონ მხარი არჩევნებზე. ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მხოლოდ მას, ვინც უსასრულოდ არ იტყუება, ვინც ასრულებს დანაპირებს, ვინც არ “გადააგდებს” პარტნიორებს, ვინც საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ კურსს ცივილიზირებული სამყაროსკენ არ გადაუხვევს და ისევ რუსეთს არ დაგვამონებს, ვინც რეალურად ყოველდღე იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ, ვინც ოკუპანტთან მონურად არ თანამშრომლობს, ვინც მოღალატეებს და უცოდინრებს არ დააწინაურებს, ვინც სირთულეებზე, შეცდომებზე და ხალხის გაჭირვებაზე ღიად ისაუბრებს, იშრომებს და გადაჭრის მათ პრობლემებს და არა უსასრულო ტყუილებით და თავის მოსულელებით დაიმალება მათგან და ბოლოს, ვისაც ესმის რას ნიშნავს გქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყანა, ვინც პატივისცემით მოეპყრობა და ღირსებას აღუდგენს ქართულ სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს. ეს ნამდვილად უნდა უთხრას ეკლესიამ მრევლს არჩევნების წინ. შემდეგ ყველამ საკუთარი ჭკუა-გონებით შეაფასოს და აირჩიოს“, - წერს დეკანოზი.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press