დღეს, 26 სექტემბერს გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, სადაც მოსახლეობა მომავალ კანცლერს აირჩევს.
ამომრჩეველს ხმის მიცემა დილის 08:00 საათიდან 18:00-მდე შეეძლებათ.
არჩევნებში მონაწილეთა საერთო რიცხვი 60.4 მილიონზე მეტია. წინასაარჩენო გამოკითხვები ვერ იძლევა ცალსახა პროგნოზს, რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში.
Politico-ს წინასაარჩევნო რეიტინგის მიხედვით, სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას 25%-იანი მხარდაჭერა აქვს, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს - 21%, მწვანეთა პარტიას - 15%, თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას და ალტერნატივა გერმანიას 11%, მემარცხენეთა პარტიას Die Linke - 7%.
ბუნდესტაგში სულ მცირე 598 მანდატია. ბუნდესტაგის 589 მანდატიდან 299 მაჟორიტარული სისტემით არჩეულ კანდიდატებზე ნაწილდება, ხოლო დანარჩენი 299 პროპორციული სისტემით არჩეულ, პარტიული სიის კანდიდატებზე. პარლამენტში შესვლისთვის პარტიამ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press