“ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორფი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით "ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების ნდობაც არ გაამართლა".
„გუშინ გახარიამ თავისი განცხადებებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ მის პრობლემებთან დაკავშირებით, რეალურია. აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები გააკეთა პრემიერთან და ასევე ყოფილ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. გახარია არის სრულიად აჭრილი, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც მის ინტერესებში არ შედის. ბიძინა ივანიშვილი ბავშობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა. ბიძინა ივანიშვილმა გახარია დატოვა პრემიერად და დაუტოვა ისეთი გარემო, სადაც მას ერთადერთი უნდა ეკეთებინა - ქვეყნის საქმე. ასეთ დროს მან მყისიერად, ერთი თვეც არ იყო გასული ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლიდან, უღალატა ქვეყანას და გუნდს“ , - განაცხადა კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press