სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიიდან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ განკვეთა, ბრძანების საფუძველს არ ეთანხმებიან და არც საეკლესიო სამოსელის გახდას და არც მონასტრების დატოვებას არ აპირებენ.
"თვითონ გაფუჭებულები, საყვარლობაში მხილებულები, საშინელ განცდებში მყოფი კლოუნები, რა დღეში არიან, შეხედონ. თქვენს საყვარლებს გახადეთ კაბები, როგორც ხდიდით, თქვენს საყვარლებთან იტიტუცეთ, აქ თუ მოხვალთ, ვინმე დაგხვდებით,"- პასუხობს ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს განყენებულ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერენ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ეკლესიიდან 19 სექტემბერს განკვეთა.
განკვეთის შესახებ გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო და არა - სინოდმა.
მეუფე სტეფანემ მათ საეკლესიო სამოსის ტარება აუკრძალა და თქვა, რომ ისინი უკვე საერო პირები არიან და არა სასულიერო.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press