შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები მოქალაქის - 1950 წელს დაბადებული მ.ბ.-ის საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით უკანონოდ შეაღწიეს. თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1000 ლარზე მეტ თანხას, 3000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ბრალდებულების დაკავებისას სამკაულების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press