არ შეიძლება ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს „დატოვოს თანამდებობა“, სანამ ჯერ არ ვიცით რეალობა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტის შეკითხვას, როდის დატოვებს სუს–ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულ თამადებობას.
კუჭავამ 13 სექტემბერს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშრებით განაცხადა, რომ გამოყენებული იქნება ყველა საპარლამენტო ბერკეტი, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.
"ნებისმიერი საპარლამენტო ბერკეტი იქნება გამოყენებული, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვართ და აბსოლუტურად ადეკვატურია იმის მოთხოვნა, რომ ჯერ ავთენტურობა უნდა დადგინდეს
არ შეიძლება ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს „დატოვოს თანამდებობა“, სანამ ჯერ არ ვიცით რეალობა რაში მდგომარეობს. გამოძიების დადგენის შემდეგ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული ყველა კანონდამრღვევის მიმართ, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა“ , - განაცხადა კუჭავამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press