საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ნამახვანჰესის პროექტის საქმე დავამდე არ მივიდეს და მშენებლობა აღდგეს.
“საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას და მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავამდე საქმე არ მივიდეს, რომ ისევ მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენ ვადასტურებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანის პროექტი და ზოგადად ენერგეტიკა. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შესაძლოა, განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან ყოველთვის შეიძლება პირობების გაუმჯობესება”, – ამბობს თურნავა.
ცნობისთვის, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკა“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press