აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დუმილი ამ ყველაფერს უშველის, პირობას გაძლევთ.- ასე გამოეხმურა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზი, დეკანოზი ილია ჭიღლაძის სუს-იდან გამოჟონილი ფარული ჩანაწერებზე გაკეთებულ განცხადებას.
როგორც მეუფემ განაცხადა, სინოდი განიხილავს დეკანოზი ილია ჭიღლაძის დასჯის საკითხს.
"მისი (დეკანოზი ილია ჭიღლაძის) დასჯის საკითხი დაყენებულია უკვე, წინა სინოდზე იყო ამაზე ლაპარაკი, კომისიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი და ნუ შემდეგი სინოდისთვის ალბათ კომისია მოგვახსენებს. მე შემიძლია ზუსტად გითხრათ ჩემი აზრით, ამის შესახებ, ეს არის შხამი, რომლითაც მოშხამეს მთელი ჩვენი ქვეყანა.
აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დუმილი ამ ყველაფერს უშველის, პირობას გაძლევთ. სამწუხაროდ, ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები, ახოლა აღარ დავასახელებ, ჩემს გარშემოც შეიძლება ბევრია ვინმე, რა ვიცი, ასე რომ ნუ დავაკონკრეტებთ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სუს-ის ფაილებში ნახსენებ სასულიერო პირებს 29 სექტემბრამდე მისცა ვადა, რათა, მათ თავისი ნებით დატოვონ ეკლესია და საზოგადოების წიინაშე მოინანიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თავად გაასაჯაროვებს აღნიშნულ ფაილებს.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press