Foto

ღარიბაშვილი სააკაშვილზე- რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის შეგროვება ძლივს შეუძლიათ

"ეს კაცი 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოდის, მაგრამ ამას არ იზამს, რადგან მშიშარა კაცია და იცის რომ შევა ციხეში."- საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

"დავუშვათ ჩამოვიდა ლაჩარი კაცი, რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც ციხეში შევა. ამის გარანტიას კანონის და სახელმწიფოს სახელით ვიძლევით. მეორე, რაც მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, ის იმსახურებს ციხეს, ვინაიდან მან გამოუსწორებელი შეცდომები ჩაიდინა და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს დიდი ზიანი მიაყენა. ამას გარდა, ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს არის სრული სისულელე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის შეგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია. სააკაშვილს დახვდება მასზე გამწარებული 100 000-ობით ადამიანი."- ამბობს ღარიბაშვილი. 

ცნობისთვის, 27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე კიევი-თბილისის ავიაბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება.