1 ივნისიდან 25 სექტემბრამდე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის განხორციელებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულ შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ცნობით, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის, სამსახურიდან გათავისუფლების და ოპოზიციური პარტიების კანდიდატების შევიწროების სავარაუდო შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება, ასევე, საჯარო ინსტიტუტების პოლიტიზება და მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება და სხვა მანკიერი ტენდენციები სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ რეკომენდაციით მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად სწრაფად და მიუკერძოებლად გამოიძიონ არჩევნებში ჩართული მხარეების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ძალადობის, ზეწოლის და სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმეები; ამასთანავე, მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს - პროაქტიულად და ოპერატიულად აქვეყნებდეს ინფორმაციას, არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ და მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიცირებისგან, რათა ზიანი არ მიადგეს საარჩევნო სუბიექტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press