Foto

ჯო ბაიდენი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა.

ბაიდენი ფაიზერით პირდაპირ ეთერში თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ აიცრა.

"ბუს­ტერ" დოზა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ, არის მეტი ადა­მი­ა­ნის ვაქ­ცი­ნა­ცია", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრმა გა­სულ კვი­რას მხა­რი და­უ­ჭი­რა ფა­ი­ზერ/ბი­ონ­ტე­ქის ვაქ­ცი­ნის და­მა­ტე­ბი­თი დო­ზის გა­მო­ყე­ნე­ბას 65 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის, თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე მოზ­რდი­ლე­ბის­თვის, ასე­ვე მათ­თვის, ვინც, სამ­სა­ხუ­რის გამო, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

ამ ჯგუფებს ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღება, მეორე დოზით აცრიდან, 6 თვის შემდეგ შეუძლიათ.