შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა.
ბაიდენი ფაიზერით პირდაპირ ეთერში თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ აიცრა.
"ბუსტერ" დოზა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის მეტი ადამიანის ვაქცინაცია", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა ფაიზერ/ბიონტექის ვაქცინის დამატებითი დოზის გამოყენებას 65 წელზე უფროსი ასაკის ამერიკელებისთვის, თანმხლები დაავადების მქონე მოზრდილებისთვის, ასევე მათთვის, ვინც, სამსახურის გამო, დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.
ამ ჯგუფებს ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღება, მეორე დოზით აცრიდან, 6 თვის შემდეგ შეუძლიათ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press