ბოლო პერიოდში ეპიდემიური სურათის სტაბილიზაცია შეინიშნება. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია.
"ბოლო პერიოდში ეპიდემიური სურათის სტაბილიზაცია შეინიშნება, შემთხვევების რაოდენობა რჩება მაინც 1500-დან 2000-მდე შუალედში, დღევანდელი მაჩვენებელი გარკვეულწილად მოიცავს შაბათ-კვირის დარჩენილ შემთხვევებს, რომელიც დღეს გამოვლინდა. 2000-მდე იყო ახალი შემთხვევების რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში, ასევე საყურადღებოა გარდაცვალების მაჩვენებელი და იმ პაციენტების მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებებში იტარებს მკურნალობას. ამ პერიდოში კლინიკებში რჩება 4360 პირი, აქედან რეანიმაციაში - 286 და ინტენსიური მართვის თერაპიის განყოფილებაში - 1066 პირია და გარკვეულწილად ამ მიმართულებითაც შეინიშნება დადებითი ტენდენციები, ბუნებრივია ნაკლები ადამიანის მდგომარეობაა გართულებული.
განსაკუთრებით საყურადღებოა ვაქცინაციის პროცესი სექტემბერთან შედარებით ბოლო კვირის განმავლობაში ტემპი შემცირებულია 11-12 ათასი აცრა ტარდება ბოლო ერთი კვირაა. უპირატესად ეს არის მეორე დოზაზე. უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, რათა ამ ტალღის დარჩენილი ტემპი თავიდან ავიცილოთ და მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მეხუთე ტალღა." - აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press