"უნდა გაგრძელდეს თანამშრომლების ვაქცინაციაც და მშობლებიც ვაქცინაციაც"- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ბავშვის გარემოცვის აცრა, მოგვცემს ვირუსის გავრცელების პრევენციის შესაძლებლობას.
"ეპიდემიური რისკები ჩვენ გარშემო მუდმივად იქნება, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს ისეთი პროცესების ხელშეწყობაში, როგორიც არის საკლასო გარემოში სწავლების აღდგენა.
გვაქვს მოლოდინი, რომ ვაქცინაცია, რომლის მაჩვენებელიც არის კარგი სკოლის თანამშრომლებს შორის, მოგვცემს ვირუსის გავრცელების პრევენციის შესაძლებლობას. უნდა გაგრძელდეს თანამშრომლების ვაქცინაციაც და მშობლებიც ვაქცინაციაც.
ვინაიდან, მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ. ბავშვისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის მისი გარემოცვის აცრა. ასე რომ, მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნაა, აიცრან, თუ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო გარემოში თავიდან ავიცილოთ ეპიდემიის გავრცელება და სწავლა, რომელიც გაიხსნება, დარჩეს გახსნილი მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში". - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. გაიხსნება საბავშვო ბაღებიც და გასართობი ცენტრები.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press