Foto

ცესკო „სისხლიან ბანერებზე“ - დამკვეთი ფიზიკური პირია, ამიტომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძვლები არ არსებობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოიკვლია და დაადგინა, რომ ბანერის დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს ალმას შეუკვეთა მათი დამზადება-განთავსება.

მისივე თქმით, ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ფიზიკური პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამარლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ ბანერების განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. 

ჩვენი მოკვლევის თანახმად, ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ასევე არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის შემომწირველი. 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს". - აცხადებს ცესკო.