Foto

ნიკა მელია სააკაშვილზე - თვითმფრინავი, რომელშიც იგი იჯდება, არავინ არ იცის რომელ აეროპორტში დაჯდება

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოდის და მის ადგილზე თავადაც იგივეს გააკეთებდა, თუმცა მისივე თქმით, რომელ აეროპორტში დაჯდება თვითმფრინავი არავინ იცის.
  
"ის თვითმფრინავი, რომელშიც იგი იჯდება, არავინ არ იცის რომელ აეროპორტში დაჯდება. იქნება ეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თუ რომელიმე სხვა. არავინ არ იცის, მაგრამ მოდის და მეც, მის ადგილზე იგივეს გავაკეთებდი, თქვენც მის ადგილზე იგივენაირად მოიქცეოდით". - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს ჩამოფრინდება.